This is a specific ad

ბრალდებულის გადაწყვეტილებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

57

Another advertisement

14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მი­ი­ღო.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში 14 წლის შახ­მა­რო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ცოტა ხნის წინ დას­რულ­და.

დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი არ­ცერთ ეპი­ზოდ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და 28 წლის კა­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს არ გა­და­ე­ცე­მათ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საქ­მის ერთ-ერთი ეპი­ზო­დი სქე­სობ­რივ და­ნა­შა­ულს ეხე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სხდო­მა და­ხუ­რუ­ლია.

საქ­მე ეხე­ბა 14 წლის მო­ზარდს, აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას, რო­მე­ლიც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში 6 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლა კაც­მა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვით ადრე იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცა. მო­ზარ­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და სახ­ლი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ კი მოკ­ლა და მი­ი­მა­ლა. საქ­მის ფარ­გლებ­ში ახლა სულ ხუთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Region
Sonrakı yazı
აშშ საელჩოს მილოცვა საქართველოს
Öncəki yazı
Vladimer Putin: “Qarabağdan Rusiya yox, Ermənistan çıxıb”