უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა დაბლოკა.
ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, განხილვა14 დეკემბერს გვიან ღამემდე გაგრძელდა. ამის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, განცხაებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დასაწყისში.
14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასთან, მისი ევროკავშირში კაწევრიანებათან დაკავირებით მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.