ხშირად, როდესაც პოპულარულ სახელებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც თანამედროვე მშობლები თავიანთი შვილებისთვის ირჩევენ, არაერთი ადამიანი პროტესტს გამოხატავს და წერს, რომ მშობლებს ნამდვილი ქართული სახელები დაავიწყდათ და უცხოურ ვარიანტებს ანიჭებენ უპირატესობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი პოპულარული სახელი, რომლებიც შესაძლოა, ქართული გვგონია, სულაც არ არის ქართული და უცხოური წარმომავლობა აქვს.
გავრცელებული სახელები, რომლებიც შეცდომით ქართული გვგონია
საინტერესოა, რომ ქართული წარმოშობის საკუთარი სახელები ადამიანის ფიზიკური და სულიერი ნიშან-თვისებების, ფრინველების, ცხოველების, მცენარეების, ციური სხეულების შთაგონებითაა შექმნილი.
დღეს გაგიზიარებთ იმ სახელებს, რომლებიც ქართული წარმოშობისაა და ძველად ხშირად იყენებდნენ:
აფხაზა, აღდგომელა,ბიჭია, ბიჭიკა, ბაჭია, ბაჭუა, ბიძინა, ბერდია, ბოჩოლა, ბუთხუზა, ბულბულა, გამახარე, განაგონა, გვრიტი (გვრიტა), გვიტია, გვერდა, გვიმრა, გლახა (გლახუა), გუგულა, გულაბა, დათვია, დედურა, დედუკა, დედიკა, დედულა, დედისკალთა, ენძელა, ერთგულა, ვირიკა, ვარდი, ვარდიკა, ვაჟობა, ვაჟიკა (ვაჟია);ზარალო, ზვიად, თავხელა, თავქალა, თავაზა, თოვლაი, თვარელი, თაგო, თოლიოქრო, თოლიკავა, თვალმინდი, თვალობა, თუთა, თხუნია/თხუნა, ია, იაბერ, იაბედა, ია(თა)მზე, ათამზე, ირემა, იმედა, იმედისა, იანვარა, ინანა;
კაკალა, კავთელა, კაცურა, კაციოქრო, კატაი, კრავაი, კეკლუცაი, კეთილა, კურდღელა, კუნწულა, ლაჟვარდა, ლამაზუნა, ლომკაცი, მარტია, მარწყვა, მაისა, მაყვალა, მაჭარა, მარხვა, მელიკა, მერცხალა, მეწყინა, მზია, მზისა, მზევარ, მზევინარ, მზეკო, მზექალა, მზეხა, მზეუა, მზეჭაბუკ, მთვარე, მთვარისა, მთვარელი, მინდორა, მინდია, მინდოდა, მიხაროდაი,
ნათელი, ნათია, ნარჩიტა, ნებიერი, ნუკრია, ნუნუა, ობოლა, ოქროქალი, პაწაწუნი, პაპუნა, პირიმზე, ჟუჟუნა, რჩეულა, საყვარელა, სანატრელი, საბედა, სულმამა, ტრედა(უშიშა, უჭკუა, უწყინარი
ფიქრია, ფოთოლა, ფუტკარა, ქალთამზე, ქოჩორა, ღვთისავარ, შოშია, ჩიტო, ჩიტიელა, ჩხუბია, ძმობილა, წიქარა, წაბლიკა, ცირა, ცისმარ, ცისნამი, ცისანა, ცივნარა, ცხვირა, ჭიჭინა, ხარება, ხევსური (ხევსურა), ხატია.