Another advertisement
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუწოდებს რესპუბლიკელებს, „გააკეთონ თავიანთი საქმე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა რესპუბლიკელებს, დაამტკიცონ დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის სადღესასწაულო დასვენებამდე.
„პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ”,- წერს ჯო ბაიდენი.