Another advertisement
პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა სტატისტიკას, გუშინ კიდევ ერთი ბავშვი დაემატა. 10 წლის ლუკა ბოხიძემ საკუთარი სახლის ეზოში მცირე ზომის ასაფეთქებელი ისროლა, რომელიც იქვე მდგარ ბენზინით სავსე ჭურჭელში ჩავარდა და აფეთქდა. ბავშვი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა და სხეულის დამწვრობა მიიღო, მისი მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ ის რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.