Another advertisement
ბოლნისი-მარნეულის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცურტავის მონაკვეთზე , გზის გადაკვეთისას 14 წლის ბიჭს, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე მალევე გამოცხადდა.
მოზარდი კლინიკაში იქნა გადაყვანილი მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.