Another advertisement
ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. მოზარდს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება, დაშავებული ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.