გულის და კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ოქროს სტანდარტია ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევა – კარდიო MRI, იგივე გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. მისი საშუალებით, არაერთი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა ხდება. აღსანიშნავია, რომ გულის მრტ წარმოადგენს ე.წ. მაღალი დონის კვლევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ არის მარტივად ხელმისაწვდომი.კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“. კლინიკაში კვლევა ტარდება Siemens-ის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით.მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40-60 წთ. რადგან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მიღებისათვის, აუცილებელია სუნთქვის შეკავება. ტარდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.
-