Another advertisement
შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის ველია, რომელიც კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენშიაზერბაიჯანული მედია, რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის ანგარიშებზე დაყრდნობით . სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.