This is a specific ad

ალკოჰოლზე 22%-ით მეტი აქციზური მარკა გაიცა

63

Another advertisement

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის თუ რეალიზაციისთვის 13,580,940 აქციზური მარკაა გაცემული, რაც 22%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

როგორც შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2022 წლის 10 თვეში ალკოჰოლზე (ადგილობრივი, იმპორტი) სულ გაცემულია 11 096 273 აქციზური მარკა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მარკა ივნისშია გაცემული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი ჩაეშვა სარეალიზაციო ქსელში. შესაძლოა, კომპანიამ წინასწარ მოახდინა მარაგის გაკეთება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ალკოჰოლზე 1 765 450 აქციზური მარკაა გაცემული.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტი აქციზური მარკა ალკოჰოლზე 2022 წელსაა გაცემული (15,383,733 ერთეული აქციზური მარკა). 

2016-2023 წლებში გაცემული აქციზური მარკების (ალკოჰოლზე) სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

  • 2023 წელს – 15,383,733  
  • 2021 წელი – 10,916,303
  • 2020 წელი – 8,362,878
  • 2019 წელი – 10,359,628
  • 2018 წელი – 9,860,049 
  • 2017 წელი – 8,898,548
  • 2016 წელი – 6,822,351
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“ელიავას ბაქტერიოფაგის” ბიოპრეპარატების წარმოების ნაწილი ევროპაში გადადის
Öncəki yazı
მოაშორეთ ბავშვები მაქსიმალურად ეკრანს… თავიდან აარიდეთ ემოციური სტრესი” – რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი