This is a specific ad

დგას საშიშროება გარკვეული დეტალების ვარდნის – რა მდგომარეობაშია იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი

55

Another advertisement

თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის მდგრადობაზე გამოკვლევას გეგმავს, რომელიც ვიზუალური და ინსტრუმენტალური მეთოდების გამოყენებით უნდა მოხდეს. 

თავად კომპანიას არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი, რომელიც განახორციელებს საფეხმავლო ხიდის გამოკვლევას მდგრადობაზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმდინარე სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურებას, ვიზუალური და ინსტრუმენტალური მეთოდების გამოყენებით და ასევე საფუძვლიანი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა მდგრადობაზე.სწორედ ამიტომ „თბილსერვის ჯგუფი“ ხიდის მდგრადობის შესამოწმებლად შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. ირკვევა, რომ სპეციალისტის ვიზუალური დათვალიერებით ხიდის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დატვირთვის შემთხვევაში (რაც სისტემატურია) აღინიშნება ვიბრაცია და რყევა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შემდეგ ხიდის სრულყოფილი მდგომარეობის შეფასება ვერ მოხდა.თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით დგას საშიშროება, აღნიშნული ხიდიდან გარკვეული დეტალების ვარდნის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Polşada 2 nəfər Gürcüstan vətəndaşı saxlanılıb
Öncəki yazı
“გაციებისა და გრიპის დროს კაცები უფრო იტანჯებიან, ვიდრე ქალები” – ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები