Another advertisement
1922 წელს, ტორონტოს უნივერსიტეტიდან 2 მეცნიერი შევიდა საავადმყოფოს პალატაში, სადაც იწვნენ დიაბეტით დაავადებული ბავშვები კომატოზურ მდგომარეობაში.
წარმოიდგინეთ ოთახი სავსე მშობლებით, რომლებიც საწოლებთან ისხდნენ და ელოდებოდნენ შვილების გარდაუვალ სიკვდილს. მეცნიერები საწოლ-საწოლ მიდიოდნენ და ბავშვებს ახლად მიღებულ ექსტრაქტს – ინსულინს უკეთებდნენ. როდესაც მათ ბოლო პაციენტს გაუკეთეს ნემსი, პირველმა ინექცირებულმა ბავშვმა დაიწყო გამოღვიძება. შემდეგ სათითაოდ ყველა ბავშვმა გაიღვიძა და გამოვიდა დიაბეტური კომიდან.
სიკვდილისა და სიბნელის ოთახი უცებ გადაიქცა სიხარულისა და იმედის ადგილად.
ეს ნოვატორი მეცნიერები იყვნენ დოქტორები ბანტინგი და ბესტი.