Another advertisement
სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კერძოდ, ორივე სახელმწიფო იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე არსებობს ისტორიული შანსი – რეგიონში “დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა” დამყარდეს და, ამასთანავე, მხარეები იმის მზაობას გამოთქვამენ, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. განცხადების მიხედვით, “ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობითა და კეთილგანწყობით ნიშნად”, სომხეთი 2-რ აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს, ხოლო აზერბაიჯანი – 32-ტ სომეხ მებრძოლს. ერთობლივ განცხადებაში სომხეთი და აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით დისკუსიებს გააგრძელებენ.