This is a specific ad

Ge/Az ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

51

Another advertisement

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაადრევი ქორწინების, ქორწინების იძულებისა და ფემიციდის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი უწყების ხელმძღვანელი პირები, მარნეულის გენდერული საბჭოს, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

Qadınlara qarşı gender zorakılığı əleyhinə 16 günlük qlobal kampaniya çərçivəsində, Marneuli rayon prokurorluğunun prokurorları Marneuli Munisipalitetinin Özünüidarəetməsində məlumatlandırıcı görüş keçiriblər.

Prokurorlar görüşdə iştirak edənlərə: qadınlara qarşı gender zorakılığı ilə mübarizə istiqamətində Gürcüstan prokurorluğunun həyata keçirdiyi tədbirlər və mövcud problemlər haqqında məlumat veriblər.

Görüşdə erkən nikah, nikaha (evlənməyə) məcbur etmək və femisid (qadın qətli) məsələlərinə xüsusi diqqət yetirilib. Həmçinin, şahidin və zərərçəkmişin koordinatorları xidmətinin əhəmiyyəti vurğulanıb.

Sual-cavab rejimində keçirilən görüşdə Marneuli və Tsalka Munisipalitetlərinin rəhbər şəxsləri, Daxili İşlər Nazirliyinin yerli idarə rəisləri, Marneulinin Gender Şurasının, Xalq Müdafiəçisinin Kvemo Kartli Aparatının və qeyri-hökumət təşkilatlarının nümayəndələri iştirak edirdilər.

Sözügedən məlumatlandırma kampaniyasının məqsədi qadınlara qarşı və ailədə zorakılıq əleyhinə ictimaiyyətin şüurluluğunu artırmaq və femisid (qadın qətli) cinayətlərinin qarşısını almaqdır. Bu cür məlumatlandırıcı görüşlər yenə davam etdiriləcək.

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო
Öncəki yazı
ქუთაისში ერთმანეთს პოლიციის მანქანა და ავტობუსი შეეჯახნენ