This is a specific ad

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

63

Another advertisement

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს  საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა –  487,55 გრამი) გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, ქვემდებარეობის მიხედვით შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, რაც შეეხება კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, იგი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
Batumidə avtomobil qəzası baş verib
Öncəki yazı
Danimarkada Quranın yandırılması qadağan edildi