This is a specific ad

„თეგეტა ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო | Tegeta • თეგეტა

57

Another advertisement

თეგეტა ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო. 17 ერთეული MAN Lion’s City 18C ამ ეტაპზე საბაჟო პროცედურებს გადის. ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ჰოლდინგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიმდინარე წელს გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების გადაცემა 2024 წლის პირველი ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო. „თეგეტამ“ კი, როგორც MAN-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, ავტობუსების პირველი ერთეულების შემოყვანა ტენდერით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე უზრუნველყო. პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე ჰოლდინგი 50 ერთეულ ავტობუსს 2024 წლის 1 აპრილამდე შემოიყვანს. დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. ვადაზე ადრე გადასცა „თეგეტამ“ 100-ამდე ერთეული ავტობუსი ერევნის მერიას, სადაც ჰოლდინგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული გახდა.MAN Lion’s City 18C-ს შემოყვანა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებითაც, რადგან ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულელ ანნა ტაბატაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ ფანგანმა, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან და სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.