This is a specific ad

რუსეთში თვითმფრინავს აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა

62

Another advertisement

რუსეთში, ბურიატეთის დედაქალაქ ულან-უდედან აფრენისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები და ბურიატეთის ხელმძღვანელი ალექსეი ციდენოვი ავრცელებენ.

“ბაიკალის აეროპორტში, Авиастар-ТУ-ს ავიაკომპანიის Ту-204-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ძრავას აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი დაზიანებების გარეშე დაეშვა”. – თქვა ციდენოვმა.

ამის პარალელურად, სხვადასხვა რუსულ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის ვიდეოები. Baza-ს ცნობით, თვითმფრინავი ულან-უდედან ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქში უნდა გაფრენილიყო. ამავე ინფორმაციით, საბოლოოდ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.

აქამდე, 1-ელ დეკემბერს აეროფლოტის თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა დასაჯდომ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
47 yaşlı kişi 13 yaşlı qızını zorlayıb
Öncəki yazı
İstanbulda 8 İŞİD üzvü saxlanıldı