This is a specific ad

რუსი პროპაგანდისტის შეხვედრა სტუდენტებთან ოკუპირებულ აფხაზეთში

27

Another advertisement

რუსი, პროპაგანდისტი და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ის ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა, სადაც ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მან გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID და განაცხადა, რომ USAID და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დახმარების ნაცვლად სახელმწიფოებს ართმევს დამოუკიდებლობას. პუტინის პროპაგანდისტმა განაცხადა, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილი აფხაზეთში არ არის, სიმონიანმა ხაზი განსაკუტრებით USAID-ის არსებობის საკითხს გაუსვა და განაცხადა, რომ – „ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც USAID-ია, ატარებენ საკუტარ პოლიტიკას და სახელმწიფოებს თავს ახვევენ საკუტარ ღირებულებებს, ისინი ქვეყანას უკეთებენ პარალიზებას, ცვლიან ერის გენეტიკურ და კულტურურ კოდს, ართმევენ დამოუკიდებლობას.“ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი შეიძლება სისხლისღვრით დასრულდეს, ისე როგორც ეს სრულდება მათი (საერტაშორისო ორგანიზაციების და USAID-ის) ჩარევისას.“ მან აფხაზეთის ხელისუფლებას: „სიბრძნე, გამბედაობა და სიძლიერე უსურვა, რათა შეძლონ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაღმდეგ უკომპრომისო ბრზოლა.“ მისი სიტყვებით – აქედან კარგი არაფერი არ გამოვა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი, მათ ბოროტების გარდა არაფერი არ მოაქვთ – ეს საშინელებაა.“
მანამდე USAID არაერთხელ გააკრიტიკა აფხაზეტის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ. “კარს დაუკეტავენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ.”

მსგავსი რიტორიკა ჟღერდა შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზეც – “მინდა, მოვუწოდო „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს – USAID-ი არის მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელი, კრიტიკულად გააცნობიერონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან და აქედან რაიმე დასკვნები გამოიტანონ, მათ შორის, დონორებმა.” ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების მცდარობის შესახებ ინფორმაციას USAID-ი 1 თვით ადრე ფლობდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით ISFED-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა.

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
რამდენი უქმე დღე დარჩა 2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე და რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები
Öncəki yazı
Orban, Ərdoğan və Fiso mükafata layiq görüldülər