This is a specific ad

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას, სულ მცირე, 11 მოლაშქრე ემსხვერპლა

51

Another advertisement

ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის, მარაპის კრატერთან 11 ადამიანის გვამი იპოვეს, 12 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ვულკანის ამოფრქვევის დროს მთაზე სულ 75 მოლაშქრე იმყოფებოდა, მაშველებმა მათი დიდი ნაწილის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს.

მარაპის მთა ინდონეზიის 127 აქტიური ვულკანიდან ერთ-ერთია, კვირას ცეცხლი ამოფრქვევის შედეგად, ვულკანური ფერფლი 3 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მეორე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან 3 კილომეტრზე ახლოს მისვლა აუკრძალა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bu şəxsiyyət vəsiqələrinin dəyişdirilməsi planlaşdırılır – ƏTRAFLI
Öncəki yazı
Noyabrda ən çox bahalaşan 10 məhsul – STATİSTİKA