Another advertisement
შვეიცარიაში, დანიასა და ისლანდიაში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციის ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. წარდგენა-დეგუსტაციას ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები დაესწრნენ. კოპენჰაგენში აღნიშნული ღონისძიება დანიაში ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიასთან ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.