უსაფრთხოების ნორმების, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაიზარდოს გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მასშტაბი, გავრცელების არეალი და ტექნიკური მონაცემები, რომელიც გაზრდის სუბიექტების ვიზუალური დათვალიერების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს პიროვნების იდენტიფიცირების ეფექტურობას.გასათვალისწინებელია, რომ შენობა-ნაგებობის მიერ ანალოგური კამერის დამონტაჟება არ ჩაითვლება დადგენილებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნების შესრულებად. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს: ვიდეოკამერა: ქსელური (IP); კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე); დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა; ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი, არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის), (ავტოგასამართი სადგურისა და კომპლექსის შემთხვევაში ავტომანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას; სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი
-