Another advertisement
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, სოფელ თამარისის ცენტრალურ სტადიონზე “ალგეთი 2007” გამართა “ჩემპიონ ლიგა 2023” ბოლო კალენდარული თამაში, სადაც დაუპირისპირდა მცხეთის “მცხეთას”.
გადამწყვეტ დაძაბულ შეხვედრაში “ალგეთის” ფეხბურთელებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება, ანგარიშით 3:2. გამარჯვების გოლები ერეკლე ფხალაძემ, ნიკა მანთაშაშვილა და გურო ტოროშელიძემ გაიტანეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტი წელს ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს გუნდების უპრეცედენტო რაოდენობით. მარნეულის ალგეთი წარმოდგენილია ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში (2007, 2009,2011, 2014 წწ)
აღსანიშნავია, რომ ტურნირი ხორციელდება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით
მატჩს ესწრებოდა და ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა.