მერიამ საკვები პროდუქტების შესყიდვისათვის 50 847 ლარის ღირებულების ტენდერი 28 ნოემბერს გამოაცხადა. ნობათი 600 შეჭირვებულ ოჯახის გადაეცემა.
საკვები პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია
2 ლიტრი ზეთი
10 ცალი კვერცხი
1 კგ შაქარი
ერთი შეკვრა მაკარონი სპირალი
ერთი შეკვრა მაკარონი სპაგეტი
1 კოლოფი დასაყენებელი ჩაი
1 კგ კარაქი
ერთი ლიტრი წვენი
ერთი შეფუთვა შოკოლადი
25 კგ ფქვილი
აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 5-დან 7 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.