ქაშაყი, მსოფლიო სამზარეულოს ღირსეული ვარსკვლავი, ცნობილია არა მხოლოდ თავისი მდიდარი გემოთი, არამედ სასარგებლო გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე. ამ პროდუქტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სხვადასხვა კულტურის კულინარიაში. მაგალითად, ჰოლანდიელებს განსაკუთრებულად უყვართ ქაშაყი. მას ამსტერდამის თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით. 2023 წლის MSC-ის სტატისტიკით, ჰოლანდიელები ყოველწლიურად 35-45 მილიონამდე ქაშაყს მოიხმარენ.ქაშაყის სასარგებლო თვისებები ცილა: ქაშაყი არის მაღალი ხარისხის ცილის შესანიშნავი წყარო, რომელიც აუცილებელია უჯრედების ჯანმრთელობისა და ზრდისთვის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები: ქაშაყი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის ფუნქციონირებაზე. ვიტამინები და მინერალები: თევზის ეს პროდუქტი შეიცავს ვიტამინებს B12 და D, ასევე მინერალებს, მათ შორის სელენს და იოდს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის მთლიან ჯანმრთელობაში. კალორიული შემცველობა: ქაშაყი არის დაბალკალორიული პროდუქტი, რაც მას შესანიშნავ არჩევანს ხდის მათთვის, ვინც საკუთარ წონას აკონტროლებს.ქაშაყი არ არის მხოლოდ გემრიელი სასარგებლო თევზი, არამედ ღირებული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მისი ზომიერი მოხმარება ამდიდრებს დიეტას სასარგებლო ნივთიერებებით.
-