საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა, რითაც, მათი თქმით, საჯარო და კერძო სკოლებს მეტი ავტონომიურობა მიანიჭა. ცვლილებები სწავლა/სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესი და უკმაყოფილება მაინც იმ ნაწილს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა. რას გულისხმობს ეს ცვლილება, როგორ შეუძლიათ სკოლებს შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში, როგორ მიდის სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა საჯარო სკოლებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე, უახლოეს პერიოდში, კონკურსის გამოცხადება, ამ და სხვა თემებზე „ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.
-