Another advertisement
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ბრალდებულებმა თბილისში 29 900 ამერიკული დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღეს. ბრალდებულებისგან ნივთმტკიცების სახით ამორებულია ყალბი კუპიურები. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.