Another advertisement
თბილისში თვითნასწავლი მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევას მხატვრული გამოფენა მოეწყობა.
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის და საინფორმაციო პორტალი „QafqazTürk.com”-ის ორგანიზებით, 23 ნოემბერს, თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმის სამხატვრო გალერეაში, ახალგაზრდა მხატვრის ხაიალა მუსტაფაევას მხატვრული გამოფენა გაიმართება.
გამოფენა ეძღვნება დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადების 100 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება 14:00 საათზე გაიმართება.