Another advertisement
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე პირი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟი.