ჩეხეთი EU-ს სთავაზობს აკრძალოს რუსი დიპლომატების თავისუფლად გადაადგილება შენგენის ზონაში | მედია

49

Another advertisement

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, შეზღუდონ თუ არა რუსი დიპლომატების მოგზაურობა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ პოტენციური ჯაშუშები თავს არიდებდნენ მონიტორინგს შენგენის ზონაში, სადაც არ არის სასაზღვრო შემოწმება. ინფორმაციას უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნები გასცემენ ვიზებს რუს დიპლომატებზე, რაც მათ აძლევს შენგენის ზონაზე წვდომას და შეუფერხებლად მოგზაურობის უფლებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 24-ში, ასევე შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში.

გასულ კვირას პრაღამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც გამოთქმული იყო იდეები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, როგორც მოლაპარაკებების ნაწილი ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტზე მოსკოვის წინააღმდეგ. პაკეტს ჯერ კიდევ სჭირდება წევრი ქვეყნების მხრიდან დამტკიცება.

ჩეხეთს სურს, რომ რუსმა დიპლომატებმა მიიღონ ვიზები და ბინადრობის ნებართვა მხოლოდ იმ ქვეყნისგან, რომელშიც მუშაობენ, და არა შენგენის დანარჩენი ზონისთვის.

ჩეხეთს ასევე სურს, რომ ევროკავშირმა მიიღოს მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია.

პრაღის მიერ წამოჭრილი კონკრეტული საკითხი ეხება ჩინოვნიკებს, რომლებიც იღებენ ავსტრიის ვიზებს ვენაში გაეროს სააგენტოებში სამუშაოდ და შემდეგ კი შეუძლიათ ჩეხეთში ან სხვა ქვეყნებში გამგზავრება.

“GRU-ს და სხვა სამსახურების აგენტები ჩადიან ჩეხეთის ტერიტორიაზე. შენგენის ზონაში ამის კონტროლი ძალიან რთულია”, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა. 

დისკუსიები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
შეჯახების შედეგად, მოზარდი დაიღუპა | სავარაუდოდ გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი
Öncəki yazı
სტატუსს და წევრობაზე მოლაპარაკებებს შედეგად მოჰყვება უკრაინის EU-ში გაწევრიანება | ზელენსკი