Another advertisement
როიტერსის ინფორმაციით, თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო. ადგილზე ძლიერი შტორმია და უამინდობა სამძებრო სამუშაოებს ხელს უშლის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ რეჟიმში განახლდება.