This is a specific ad

სად და რამდენით დაჯარიმდებით უნებართვო მშენებლობისთვის

56

Another advertisement

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე” იმსჯელეს. საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა წარადგინაკანონპროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებული დარღვევების მაქსიმალურად შემცირება და ზოგადად, ამ მიმართულებით უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა. ამ მიზნით, შესაბამისი დარღვევებისთვის სანქციები მკაცრდება. I კლასის მშენებლობისათვის – 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისათვის – 75 000 ლარი; III და IV კლასის მშენებლობისათვის – 250 000 ლარი. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
Öncəki yazı
ტრადიციული საახალწლო კერძი საცივი