This is a specific ad

რას ამბობს მინისტრი მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ

20

Another advertisement

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ისაუბრა. „2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა – არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის ფარგლებში გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები. როცა ჩვენმა ამზომველებმა დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე მოველოდით. პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისათვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება 2500-2700 მიწის ნაკვეთამდე. სისტემური რეგისტრაცია დაიწყო თბილისში და 2024 წელს დასრულდება. პროექტი განხორცილდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება” – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რას ითვალისწინებს ახლად შემუშავებული პენიტენციური კოდექსი
Öncəki yazı
სად აიკრძალა დიდთოვლობის გამო მოძრაობა გურიაში