This is a specific ad

EMYA 2023 – სპეციალური აღნიშვნის კატეგორია – გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

51

Another advertisement

ევროპის მუზეუმების ფორუმი EMYA 2023 კატეგორიაში – “სპეციალური აღნიშვნის პრიზი” გამარჯვებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი. „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა მუზეუმს, რომელიც პატივს სცემს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ეროვნულ ფიგურას, რომლის მოღვაწეობაც აღინიშნება როგორც ეროვნული თავისუფლების, განთავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო. ამ მემკვიდრეობის სულისკვეთებით, მუზეუმი იწვევს თავის ვიზიტორებს დაფიქრდნენ ისტორიულ ბრძოლებზე და მათგან შთაგონებას იღებს საზოგადოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად.გამარჯვებული მუზეუმი აჩვენებს კრეატიულ და წარმოსახვით მიდგომებს ცოდნის გამომუშავების, ინტერპრეტაციის, პრეზენტაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ – ყველაფერი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის ძირითადი ღირებულებების ფარგლებში.2023 წლის კონფერენციის მთავარი თემა იყო „დემოკრატია და დემოკრატიზაცია: გადაუდებელი გამოწვევები დღეს“.2023 წლის ევროპის მუზეუმების ფორუმზე საქართველოს ორი მუზეუმი მონაწილეობდა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელსაც კონკურსის ერთ – ერთი პრესტიჟული პრემია – სილეტოს პრიზი გადაეცა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
Öncəki yazı
Parlamentin iki yeni vitse-spikeri var