ინსულტის სტატისტიკა ყოველწლიურად იმატებს და ის ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებად ითვლება. ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას: ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. სიმპტომები შესაძლოა, წამებში, წუთებში განვითარდეს.ორი ტიპის ინსულტი არსებობს – იშემიური და ჰემორაგიული.იშემიური ინსულტი შეიძლება თრომბით განპირობებული იყოს, რა დროსაც კონკრეტული სისხლძარღვი თრომბით დაიხშობა და სისხლის მიმოქცევა ირღვევა მათ შორის, მოციმციმე არითმია ჰქონდეს და ამან გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკონტროლოთ.
-