საქართველოში, მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნის წვენისგან ღვინის დაყენების გარდა, ჩურჩხელას (თათარას) დამზადებასაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ძირითადი ინგრიდიენტები: ყურძნის წვენი, ხორბლის ფქვილი და სხვადასხვა თხილეული. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელას დამზადების სცენებია ასახული და თიხის ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენანტიდეპრესანტი და მეტაბლოიზმის მარეგულირებელი – ყურძნის წვენის ნახარში, რომლითაც „თათარა“ მზადდება, შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას და აქტიურად გამოდევნის ორგანიზმიდან მომწამლავ ნივთიერებებს. გულის კუნთის მკვებავი და სისხლის წარმომქმნელი – დიდი რაოდენობის კალიუმით „თათარა“ ეხმარება გულს მუშაობაში. გონებრივი აქტივატორი და ძილის მარეგულირებელი – ნიგოზი, რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს, „თათარას“ განსაკუთრებულ თვისებას სძენს.როგორც ტკბილი კანფეტი „თათარას“ მირთმევა შეგიძლიათ ჩაისთან და ყავასთან
-