Another advertisement
ე.წ. გაჯეტდამოკიდებულება გოგონებისთვისაც და ვაჟებისთვისაც საზიანოა. თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებო პრეპუბერტატული ასაკის გოგონებისათვისაა. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკი გვქონდეს და შობადობა მოგვემატოს. ეკრანდამოკიდებულება მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის განვითარების მაღალი რისკია. ეკრანდამოკიდებულების შედეგად, გოგონა, პრაქტიკულად, არ იძინებს.ნეირო-ენდოკრინული ცვლილებები მიმდინარეობს და სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემა იქმნება.