მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.


