This is a specific ad

შესაძლოა, პრობლემა შეექმნას ელექტროენერგიის მიწოდებას, ოპტიკურ სისტემებს… – კიდევ რა პრობლემებს შექმნის სუპერ შტორმი მზეზე

54

Another advertisement

სუპერ შტორმმა მზეზე შესაძლოა გათიშოს ინტერნეტი დედამიწაზე რამდენიმე კვირით, – წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.

„ეს მოვლენა განსაკუთრებით ძლიერი ” კორონარული მასის ამოფრქვევის” დროს შეიძლება მოხდეს.
მზეზე აფეთქებებსა და ამ მოვლენას შორის ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში ამოიფრქვევა ელექტრომაგნიტური გამოსხივება, მეორე შემთხვევაში კი – პლაზმა.

მზიდან დედამიწამდე მიღწევისთვის დაახლოებით 1 დღე ღამეა საჭირო. შესაძლოა პრობლემა შეექმნას ელექტროენერგიის მიწოდებას, თანამგზავრებს, ოპტიკურ სისტემებს, GPS, სანავიგაციო სისტემებს, რადიოს & მოკლედ ყველაფერს. მსგავსი უკვე იყო 1859 წელს და ეს შემთხვევა ცნობილია “კარინგტონის მოვლენის” სახელით, მაშინ მთელს დედამიწაზე გაითიშა ტელეგრაფი (სხვა არც არაფერი იყო). 

[1770 წლის 10 სექტემბერს, ჩინეთის, კორეისა და იაპონიის თავზე ცა საზარლად წითლად შეიღება. წითელი ნათება ცაზე მომდევნო 8 ღამის განმავლობაში კიაფობდა. (კარგია, რომ ჩვენთან მხოლოდ ერთი დღე დაფიქსირდა). 

ოსაკის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა და ასტრონომმა, ჰისაში ჰაიაკავამ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მე-18 საუკუნის ჩინური, კორეული და იაპონური ჩანაწერები — ეძებდნენ ციალის მოხსენიებას.

„ამ ტიპის ისტორიულ დოკუმენტებს შეუძლია თითქმის ათასი წლით უკან დაგვაბრუნოს და მოგვცეს ცნობები მზის აქტივობის შესახებ. მაგალითად, ციალის შესახებ ჩანაწერების პოვნა შესაძლებელია ძვ. წ. 567 წლის ბაბილონურ ასტრონომიულ დღიურებშიც“, — უთხრა ჰაიაკავამ Live Science-ს.

P.S.ვეცადე მომეძიებინა რამდენიმე წყარო ამ მიმდინარე მზისგან წამოსულ პრობლემებზე, ნაწილი ვთარგმნე (პარდონ თუ რაიმე ტერმინოლოგია შეცდომით მაქვს) ნაწილი კი უკვე არსებული რამდენიმე სტატიით შევაჯერე.
ბოლო პერიოდში ბევრი გრძნობს თავს ცუდად, რაც ბუნებრივია არსებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ.
მე საკმაოდ მგრძნობიარე ვარ სხვადასხვა მსგავსი მოვლენების მიმართ, მაგ: მიწისძვრის პროგნოზირებას ვაკეთებ განსხვავებული თავის ტკივილის გამო, მაგრამ ის რაც დაახლოებით 2 კვირის წინ ერთ ღამეს მქონდა, არაადეკვატური & არაშესაბამისი იყო ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. მალევე დაფიქსირდა ეს ციალი ჩვენთან… მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მე არ ვარ ასეთი განსხვავებული, თქვენი თავის ტკივილი, წნევის ცვლილება, უჰაერობა, შფოთვა სწორედ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს“ – წერს ქეთი ოდეშელი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
Öncəki yazı
მძლავრი მტვერსასრუტი, რომელიც უხილავ მტვერსაც უმკლავდება – რა უნდა იცოდეთ “რობოროკის” შესახებ?