Another advertisement
რეკომენდებულია C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება. მათ შორისაა ციტრუსები, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ბროწეული, კომში და ვაშლი. ვიტამინი C არის იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი და ასევე ძალიან ეფექტური ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოდევნას, ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს ქსოვილებში, აჯერებენ მათ ჟანგბადით. მნიშვნელოვანია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც მდიდარია ცხიმში ხსნადი ვიტამინებით A, E და K. მიირთვით გოგრა, ბოლოკი, წითელი თევზი და თხილი. მათი მოხმარება გააძლიერებს იმუნური სისტემის უჯრედულ გარსებს. ასევე შემოდგომაზე ორგანიზმს სჭირდება D ვიტამინი. ის გვხვდება რძის პროდუქტებში, ზღვის თევზში, კვერცხსა და სოკოში. ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას