This is a specific ad

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან ერთ კილოგრამ პროდუქტზე, 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან

48

Another advertisement

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის და შესაბამისად ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან ერთ კილოგრამ პროდუქტზე, 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Tbilisidə Qurani-Kərim mövzusunda beynəlxalq konfrans keçirilib – FOTO
Öncəki yazı
როდიდან იქნება სავალდებულო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება? – მთავრობის ახალი დადგენილება