• 11 Mart 2025 09:10

QafqazTürk

Gürcüstanda və dünyada baş verən ən son hadisələri bizdən xəbər alın

როდიდან იქნება სავალდებულო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება? – მთავრობის ახალი დადგენილება

ByNiyazi Yusubov

Noy 1, 2023
Another advertisement

მთავრობამ ტექნიკურ რეგლამენტში „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ცვლილებები შეიტანა.ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაბამისი კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.