This is a specific ad

27 ოქტომბერს 15:00 საათზე, პროექტის „ქართული კინო რეგიონებში“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში ნაჩვენები იქნება ქართული დოკუმენტური კინო “მკვდარი სულების არდადეგები“ – რეჟისორი კეკო ჭელიძე

18

Another advertisement

პროექტი ხორციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც „ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლა“ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორცილებეს. პროექტის მხარდამჭერები არიან: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია; მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

ფილმის ლოგლაინი: 90-იან წლებში პოპულარული მუსიკოსი ლევან სვანიძე დღეს ასაკოვან დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ლევანი ოპტიმიზმს და იუმორის გრძნობას არ კარგავს: ის თავისებურად ცდილობს ხელახლა დაიმკვიდროს თავი მუსიკაში და პირადი ცხოვრებაც აიწყოს. კლაუსტროფობიულ გარემოში მოქცეული დედა-შვილი ერთმანეთს არც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს და ვერც უერთმანეთოდ ძლებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ქართული კინო რეგიონებში, 2023 წლის შემოდგომაზე მარნეულის, საგარეჯოს და გორის მუნიციპალიტეტებში იმართება, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებში ქართული კინოს და ქართველი კინემატოგრაფისტების პოპულარიზაციას. პროექტში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე ნახონ ფილმები და შეხვდნენ კინო-სპეციალისტებს, რომლებიც მათ თემატურად ესაუბრებიან კინო ისტორიაზე და დარგის სხვადასხვა მიმართულებებზე.

📍 დასწრება თავისუფალია

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღეს, თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება
Öncəki yazı
მარნეულელი კიკბოქსიორის მორიგი წარმატება