„ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად კომპანიამ ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს კი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები გადასცა.როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იღებენ და ამის მიხედვით ადგენენ გადასაცემი ინვენტარის სიას. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება და ამ პერიოდში „ნიკორა ჯგუფმა“ საჭირო ინვენტარი უკვე 10 სკოლას გადასცა. პროექტმა კი ერთგვარი ტრადიციის სახე მიიღო.
-