This is a specific ad

ბრუცელოზის ჩხირი, სალმონელა, კოლიფორმები, ანტიბიოტიკები… – რა შეიძლება იყოს ყველში? როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ იგი?

44

Another advertisement

ბრუცელოზის ჩხირი, სალმონელა, კოლიფორმები, ანტიბიოტიკები… – ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ყველასათვის საყვარელ საკვებში.- ყველში. ყველს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ, ის დღესაც ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა სათანადო წესების და ჰიგიენური ნორმების დაუცველობამ ეს უგემრიელესი საკვები შეიძლება საწამლავად აქციოს.პირველ ყოვლისა, ჰიგიენის და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ბრუცელოზის აღმოჩენა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა რთულია და თუ ავადმყოფს სათანადო მკურნალობას არ ჩაუტარებენ, შეიძლება ქრონიკული ფორმაც მიიღოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს საშიში დაავადება საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია. ის ჯერ ცხოველს ემართება და მერე ადამიანზე გადადის რძის პროდუქტების ან ცხოველთან უშუალო კონტაქტის გზით. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპაში ეს დაავადება უკვე დაამარცხეს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობა დაცული იყოს, ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს კონტროლი და მეორე მხრივ, ფერმერები იყვნენ ყურადღებით: ჰიგიენის წესები ყველა საოჯახო მეურნეობამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას. თავის მხრივ, მომხმარებლებიც ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყვნენ: არ შეიძინონ პროდუქცია საეჭვო ადგილებში

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რომელი ყოველდღიური ჩვევები აფუჭებს მხედველობას
Öncəki yazı
რაზე მიუთითებს სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო მეტი ცხიმის დაგროვება და რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს – ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები