ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და შევქმნათ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მისივე განმარტებით, ინვესტორმა, ტერიტორიის განვითარების გეგმა, რაც ევალებოდა, არ წარმოადგინა. „ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც სახელმწიფომ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ეს გეგმა მოსახლეობასთან განხილვებს ითვალისწინებდა. არცერთი ეს ვალდებულება არ შესრულდა“, – განაცხადა ნინო თანდილაშ
-