This is a specific ad

რა შეიძლება იყოს დაბალი არტერიული წნევის მიზეზი

46

Another advertisement

პირველადი არტერიული ჰიპოტონიის მიზეზი შემთხვევათა უმეტესობაში ნეიროცირკულატორული დისტონიაა. პირველადი ჰიპოტენზია – თავის ტვინის სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების განსაკუთრებული ფორმის ნევროზია, რომლის განვითარებასაც სტრესი და ხანგრძლივი ფსიქოტრავმული სიტუაციები განაპირობებს. უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური ტრავმები, ქრონიკული გადაღლა, უძილობა, დეპრესია. მეორეული არტერიული ჰიპოტონია – სხვა დაავადებათა სიმპტომია: ანემიის, კუჭის წყლულის, დემპინგ-სინდრომის, ჰიპოთირეოზის, კარდიომიოპათიის, მიოკარდიტის, არითმიის, დიაბეტური ნეიროპათიის, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის, ინფექციური დაავადებების, გულის უკმარისობისა და სხვათა.მწვავე ფორმის არტერიულ ჰიპოტონიას ახასიათებს: თავბრუსხვევა, მხედველობის ხანმოკლე დარღვევა, სიარულისას ბარბაცი, კანის სიფერმკრთალე, გულის წასვლა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Milyonlarla iranlı Qəzzaya getməyə hazırlaşır
Öncəki yazı
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდიამ?