კუნძულ ტექსელზე, 10-13 ნოემბერს, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო დიასპორული პროექტი – „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ გაიმართება. პროექტი დიდ მნიშვნელობას ატარებს ქართული ემიგრაციისთვის და ასევე საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რომელიც ღონისძიებებზე ქართული კულტურის თავისებურებებს გაეცნობა.ამ მემორიალური მონუმენტის წყალობით იპოვეს საკუთარი წინაპრები, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრი… მეუბნებიან, რომ ამით თითქოს მათი ოჯახის ისტორია გამთლიანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტექსელი ის პროექტია, რომელიც სწორედ ჩვენი, ქართველების ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებას უკავშირდება.
-