This is a specific ad

14 წლის აითაჯის საქმე – სკოლის დირექტორი კლინიკაშია

53

Another advertisement

აითაჯის საქმე – სკოლის დირექტორი, სადაც 14 წლის გოგო “გათხოვებამდე” სწავლობდა, კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გუშინ დასჭირდა. დირექტორი გენინსპექციამ გუშინ რესურსცენტრში გამოკითხა, რა დროსაც სკოლის ხელმძღვანელი შეუძლოდ გახდა.დირექტორი კლინიკაში რეანიმობილით გადაიყვანეს. ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

აითაჯის მამა შვილის მკვლელობაში მეუღლეს და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს. ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneulidə yaşayan 5 nəfərdən ibarət ailənin sizin köməyinizə ehtiyacı var
Öncəki yazı
Qətlə yetirilən qızın “evləndirilməmişdən” əvvəl, oxuduğu məktəbin direktoru klinikaya yerləşdirilib