Another advertisement
რძე არის სასმელი, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ინდურ მითოლოგიაში არსებობს რწმენა „რძის ოკეანის“ შესახებ, რომელიც ადამიანებს უკვდავებასა და ძალას ანიჭებდა. აფრიკული მითები მოგვითხრობს, რომ სამყარო სწორედ რძის წვეთიდან დაიბადა. ბერძნული ლეგენდის თანახმად კი, ჰერკულესი მხოლოდ რძითა და ყველით იკვებებოდა.სასარგებლო შემადგენლობის გარდა, ძილის წინ ჭიქა რძეს ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს: თბილი სასმელი ღამით, რომელსაც ბავშვობაში გვასმევდნენ, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და მოქმედებს როგორც ერთგვარი საძილე აბი.