თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას 3.5 სთ დასჭირდება, ხოლო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე 4-4.5 სთ იქნება საჭირო,“ – ამის შესახებ აღნიშნულია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანდართულ დოკუმენტში. როგორც მთავრობის მიერ 2024-2027 წლებისათვის განსაზღვრულ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოტენციალის ათვისებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს, დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი. შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება, ხოლო მგზავრობის დრო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე ნაცვლად 8 საათისა, გახდება 4-4.5 საათი. ამასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულდება რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა. ამადთან, განხორციელდება 1 500 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია
-